|
2021-12-01 09:32:54, 4491 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმო კორონავირუსის „ომოკრონ“ შტამის გავრცელების გამო მოგზაურებს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურებისთვის, რომლებიც საახალწლო პერიოდში საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავენ, ახალი რეკომენდაციებით მიმართავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირებს, რომლებიც არ არიან სრულად ვაქცინირებულნი, ასევე აქვთ მძიმე თანმხლები დაავადებები, მათ შორის, არიან 60–წელზე უფროსი ასაკის ადამიანები, მიმართავს რეკომენდაციით, გადადონ მოგზაურობა. „პირებს, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ, არ არიან სრულად ვაქცინირებული ან კორონავირუსი არ გადაუტანიათ, მძიმე ფორმის განვითარებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ გადადონ მოგზაურობა ისეთ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელება მასობრივად ხდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში. ამასთანავე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიო მასშტაბით, ბევრ ქვეყანაში მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი, სამხრეთ აფრიკული „ომიკრონ“ შტამით დაინფიცირება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)