|
2021-11-26 13:02:47, 2293 ნახვა
ომი უკრაინაში
ახალი შტამის გამო ისრაელმა და ბრიტანეთმა სამხრეთ აფიკასთან ფრენები აკრძალა, შეზღუდვებს დააწესებს ევროკავშირი
ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გამგზავრება აუკრძალა. ამავე რეგიონიდან ისრაელში უცხოელი მოგზაურების ჩასვლა დაუშვებელი იქნება. ამის მიზეზი სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი „კოვიდ-19“-ის ახალი შტამია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ამრიგად, ისრაელის მთავრობის მიერ შედგენილ ე.წ. წითელ ნუსხაში შეიყვანეს სამხრეთ აფრიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი. ამ ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელელებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ახალი შტამის გამო, ევროკომისია ევროკავშირს აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან ფრენების შეჩერებას შესთავაზებს. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „ევროკომისია გააკეთებს შეთავაზებას წევრსახელმწიფოებთან კოორდინაციით ამოქმედდეს გადაუდებელი სამუხრუჭე ზომები აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან საჰაერო მიმოსვლის შესაჩერებლად, B.1.1.529 ვარიანტის გამო“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)