15:17 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 12:23:47, 1159 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში შახტის აფეთქების შედეგად დაიღუპა 52 ადამიანი - 46 მეშახტე და 6 მაშველი

რუსეთში კემეროვოს ოლქში ქალაქ კუსბასში  "ლისტვაჟნაიას" მაღაროში აფეთქება მოხდა, რამაც კვამლი გამოიწვია. იმ მომენტში მიწისქვეშეთში 285 ადამიანი იმყოფებოდა, მათი უმეტესობის ევაკუაცია მოხერხდა. დაიღუპა 52 ადამიანი - 46 მეშახტე და 6 მაშველი.

ოლქის გუბერნატორმა სერგეი ცივილევმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. 

საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ აფეთქების შედეგად შახტში მუშაობისას დაღუპული ექვს მაშველს მამაცობის ორდენით დაჯილდოებენ. ლისტვაჟნაია-ზე დაღუპულთა ოჯახები სოციალური დაზღვევის ფონდისგან მილიონ რუბლს მიიღებენ, გარდა ამისა, ჰოლდინგი Siberian Business Union, რომელიც ფლობს მაღაროს, დაღუპულ მაღაროელების ოჯახებს ორი მილიონ რუბლს გადაუხდის.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე გაუფრთხილებლობით, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ან მეტი ადამიანი (სსკ-ის 293-ე მუხლის მე-3 ნაწილი) აღძრა. 

მაღაროში აფეთქების საქმეზე დააკავეს როსტეხნაძორის თანამშრომლები. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში განაცხადეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics