|
2021-11-16 17:35:15, 562 ნახვა
საზოგადოება
მწვანე სტატუსის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ კოვიდ-ინფექციის, ვაქცინაციის, PCR ან სწრაფი ტექსტის საბუთით, ასევე აპლიკაციით
მწვანე სტატუსის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი ცნობით, რომელიც მათ ხელთ აქვთ - კოვიდ-ინფექციის გადატანის, ვაქცინაციის, PCR ან სწრაფი ტესტი. ასევე ისარგებლონ აპლიკაციით, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ასევე მოხსნილია ვადები კოვიდ-ინფექციის გადატანის შემთხვევაში და თუ ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია, ეს მას მუდმივ სტატუსს ანიჭებს. „ჩვენ მოვხსენით ვადები კოვიდ-ინფექციის გადატანის შემთხვევაში. 6 თვის ჩამკეტი ვადა აღარ მოქმედებს და თუ ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია, ეს მას მუდმივ სტატუსს ანიჭებს. საქართველოში მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს სწრაფი ტესტის მეშვეობით, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოქმედებს. მოქმედებს ასევე ვებგვერდი covidpass.moh.gov.ge, ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ვებგვერდი. ასევე იქნება მარტივი აპლიკაცია, რომელსაც ერქმევა covidpass, სადაც მოქალაქეები მარტივად შეძლებენ დამოწმებას. მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი ცნობით, რომელიც მათ ხელთ აქვთ - კოვიდ-ინფექციის გადატანის, ვაქცინაციის, PCR ან სწრაფი ტესტი. ასევე ისარგებლონ აპლიკაციით", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)