|
2021-11-16 10:25:56, 622 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთანება ნოემბერში შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით 5 რეისს ნიშნავს
საქართველოს აეროპორტების გაერთანების ინფორმაციით, ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით ნოემბრის თვეში დამატებით 5 რეისი დაინიშნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დატვირთულობის მაღალი მაჩვენებლის საფუძველზე მიიღო. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ასევე ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით დამატებით თითო რეისი შესრულდება. ხოლო უშუალოდ, გიორგობას, 23 ნოემბერს თითო რეისი თბილისი-ბათუმი-თბილისის, ნატახტარი-მესტია-ნატახტარისა და ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით განხორციელდება. შეგახსენებთ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის საფასური 125 ლარს შეადგენს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0 დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets
ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით ნოემბრის თვეში დამატებით 5 რეისი დაინიშნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დატვირთულობის მაღალი მაჩვენებლის საფუძველზე მიიღო. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ასევე ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით დამატებით თითო რეისი შესრულდება. ხოლო უშუალოდ, გიორგობას, 23 ნოემბერს თითო რეისი თბილისი-ბათუმი-თბილისის, ნატახტარი-მესტია-ნატახტარისა და ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით განხორციელდება. შეგახსენებთ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის საფასური 125 ლარს შეადგენს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0 დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)