|
2021-11-15 11:06:39, 484 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია კასპის, მცხეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში, მდინარეების - მტკვრისა და ლიახვის კალაპოტებში. მათივე ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტში გამოვლენილია 4 სამართალდარღვევა. მოქალაქეების მიერ, ელექტროშოკური აპარატების და ანკესზე გამობმული სახლართი ბადის გამოყენებით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, ჯამში, უკანონოდ მოპოვებულია 19 კგ ხრამულის სახეობის თევზი. 5 სამართალდარღვევაა გამოვლენილი გორის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეები, ქალაქ გორის, ასევე სოფლების - სკრისა და ორთაშენის მიმდებარედ, უკანონო თევზჭერას ანკესზე გამობმული სახლართი ბადეების გამოყენებით ახდენდნენ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის მიმდებარედ კი, მოქალაქეებმა ელექტროშოკური აპარატისა და გასაბერი ნავის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს 1,5 კგ ხრამულის სახეობის თევზი. აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი ოქმები შეადგინეს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)