14:08 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-07 11:48:37, 1229 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთში მეთანის ძლიერი გამოყოფა მოხდა

ყაზახეთის ყარაგანდის ოლქის ქალაქ აბაიში მეთანის ძლიერი გამოყოფა მოხდა, რის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ამის შესახებ ყაზახური მედია, ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
ინციდენტი დაფიქსირდა აბაისკაიას მაღაროს K10 სავენტილაციო დრიფტის ბოლოში დღეს დილით, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე.

"წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად ექვსი მეშახტე დაიღუპა, ორი დაშავდა - მათი მდგომარეობა ზუსტდება. მაღაროში 64 თანამშრომელი მუშაობდა - მათგან 56 სასწრაფოდ ევაკუირებული იქნა."-წერია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურს განცხადებაში.

ამჟამად ცხედრების შახტიდან ზედაპირზე ამოყვანა მიმდინარეობს. გარემოებები და მიზეზებს პოლიცია იძიებს, საწარმოო პროცესი შეჩერებულია. ადგილზე გაემგზავრა კომისია, ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის იური ილინის ხელმძღვანელობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics