|
2021-11-05 15:46:16, 2356 ნახვა
ომი უკრაინაში
Pfizer - კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ მისი კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს. Pfizer-მა 775 ზრდასრული ადამიანის კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. იმ პაციენტებში, რომლებიც კომპანიის პრეპარატს სხვა ანტივირუსულ პრეპარატთან ერთად იღებდნენ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთი თვის შემდეგ 89%-ით შემცირდა. კვლევის მონაწილეები არავაქცინირებულნი იყვნენ, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდინფიცირებით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი ან გულის დაავადება ჰოსპიტალიზაციის მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. კომპანია Pfizer-ში აცხადებენ, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა (FDA) და საერთაშორისო რეგულატორებს მიმართავენ, რათა რაც შეიძლება მალე დაუშვან კომპანიის ახალი პრეპარატი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)