|
2021-11-05 15:18:16, 725 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში 1200-ზე მეტ სტუდენტს სწავლა დაუფინანსდა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარმატებულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. 2021 წელს სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 1200-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდა. პროგრამა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება და მიზნად ისახავს განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას რეგიონში. 2021-2022 წლის გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრში სწავლა დაუფინანსდა ყველა იმ სტუდენტს ვისი განაცხადიც აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2021 წელს გათვალისწინებული იყო 900 სტუდენტის დაფინანსება, თუმცა ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით 2021 წელს პროგრამის ბიუჯეტი 1 400 000 ლარამდე გაიზარდა. ხოლო, 2022 წელს დაგეგმილმა ბიუჯეტმა უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია და 1 500 000 ლარით განისაზღვრა. 2012 წლიდან დღემდე, სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა დაფინანსება 8 მლნ ლარზე მეტია.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)