|
2021-11-05 10:53:41, 2493 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში პანდემიის პერიოდში კორონავირუსით 117 ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშით, 2021 წლის 1–ელი ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 6,4% ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არიან. ანგარიშის მიხედვით, დაინფიცირებულ ჯანდაცვის მუშაკთა 72% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკების და სტაციონარის მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელია. ამასთანავე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დაინფიცირებულ მედპერსონალს შორის 82% იყო ქალი, 18% მამაკაცი და ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, იმერეთსა და აჭარაში გამოვლინდა. ამავე ანგარიშის მიხედვით, პანდემიის პერიოდში კორონავირუსით 117 ჯანდაცვის მუშაკი გარდაიცვალა, რაც 0.3%–ს შეადგენს სამედიცინო პერსონალის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობიდან. გარდაცვლილთა შორის 40.2% მამაკაცი, 59.8% კი, ქალი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)