14:06 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-04 16:50:26, 1229 ნახვა

მსოფლიო
აშშ და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ქარტიას გააფორმებენ

უკრაინა და აშშ 10 ნოემბერს ვაშინგტონში სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომას გამართავენ. სხდომაზე სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ქარტიას მოეწერება ხელი. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ 10 ნოემბერს მე და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში უკრაინა-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრას გავმართავთ, სადაც სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ქარტიას მოვაწერთ ხელს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

მისი თქმით, ახალი ქარტია პრაქტიკული დოკუმენტია, რომელიც უპასუხებს უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ გამოწვევებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics