|
2021-11-03 09:33:34, 2370 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ–ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „ფაიზერის“ ვაქცინის 5–11 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა Pfizer-ის ვაქცინის 5–11 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება იძლევა საშუალებას,რ ომ მომდევნო კვირიდან 5–11 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს. "ვიცით, რომ მილიონობით მშობელს სურს ბავშვების ვაქცინაცია და ამ გადაწყვეტილებით გავეცით რეკომენდაცია, რომ დაახლოებით 28 მილიონმა ბავშვმა მიიღოს ვაქცინა", – განაცხადა აშშ–ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში გაზრდილია ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რაც კორონავირუსის ე.წ დელტა შტამით არის განპირობებული. ”პედიატრიულ ვაქცინაციას აქვს ძალა, დაგვეხმაროს ამ ყველაფრის შეცვლაში", – აღნიშნა ვალენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)