|
2021-10-28 12:42:09, 890 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკის მმართველთან ონლაინ შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკის მმართველთან ტადაში მაედასთან დისტანციურ ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ 2021 წლის ზაფხულიდან ქვეყნებს შორის მოქმედებს ინვესტიციების ურთიერთდაცვის შეთანხმება, რომელიც ქმნის მძლავრ ჩარჩოს არა მხოლოდ იაპონიასა და საქართველოში არსებული საინვესტიციო აქტივების დასაცავად, არამედ ბიზნესის უცხო ქვეყანაში ინვესტირების წახალისების კუთხითაც. ნათია თურნავამ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკის მმართველს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარების შესახებ. მისი თქმით, 2021 წელს საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც მთავრობის სწორი და დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ამ მაჩვენებლით ქვეყანა როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერი იქნება. ნათია თურნავას თქმით, ეს კარგი დროა, რათა საქართველომ მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, განავითაროს როგორც არსებული, ასევე ახალი დარგები. „ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის იაპონიის საქმიან წრეებთან. 1996 – 2021 წლებში იაპონიიდან საქართველოში 200 მლნ აშშ დოლარზე მეტი განხორციელდა, მაგრამ ინვესტიციების ურთიერთდაცვის შეთანხმების ამოქმედება, ვფიქრობ, ამ მაჩვენებელს უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდის," - განაცხადა ნათია თურნავამ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოტენციური საინვესტიციო პროექტები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვ.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)