14:01 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 16:37:29, 1222 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 10 ელჩის გაძევებას აღარ გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნიდან ათი ელჩის გაძევება გადაიფიქრა.-ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. ერდოღანი აცხადებს, რომ ელჩებმა "უკან დაიხიეს" და მათი მიზანი არა კრიზისის შექმნა, არამედ ქვეყნის უფლებების, კანონების დაცვაა, ამიტომ სხვა დროს  განცხადებების გაკეთების დროს უფრო ფრთხილად იქნებიან.

"ახალი განცხადება, რომელიც საელჩოებმა გააკეთეს, იყო უკან დახევა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ცილისწამებისგან. მე მჯერა, რომ ეს ელჩები ბევრად ფრთხილად იქნებიან მათ განცხადებებში თურქეთის სუვერენულ უფლებებთან დაკავშირებით", -განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა 10 ელჩის გაძევების გადწყვეტილება 23 ოქტომბერს მიიღო, ესენი იყვნენ:აშშ-ის, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის და ახალი ზელანდიის ელჩები.

გაძევების მიზეზი ელჩების მხრიდან ბიზნესმენ ოსმან კავალას, რომელსაც საპროტესტო აქციის დაფინანსება და სახელმწფო გადატრიელაება ედება ბრალად, გათავისუფლებისკენ მოწოდება იყო.

ერდოღანის გამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე კანადის, საფრანგეთის, ფინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და აშშ-ს საელჩოებმა ტვიტერზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ვენის კონვენციის შესაბამისად, თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics