|
2021-10-25 12:56:29, 1159 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ძლიერი ექიმი ტოვებს კონსილიუმს, ეს ნიშნავს, რომ ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულირება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ექიმ ზურაბ ფაღავას მიერ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილ კონსილიუმს ტოვებს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ექიმის გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან ხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობითა და უსაფრთხოებით მანიპულირება. „ჩვენ არ მოვახდენთ სპეკულირებას, თუმცა ფაქტები მეტყველებს თავისთავად. კონსილიუმმა დადო დასკვნა, რომელიც არ სრულდება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. კონსილიუმის დასკვნის შესაბამისად, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ უნდა მოხდეს მე-18 დაწესებულებაში და ამის შემდეგ კონსილიუმის ერთ-ერთი მთავარი წევრი, საზოგადოებისთვის ცნობილი, ძლიერი ექიმი, მაღალი რეპუტაციის მქონე, ტოვებს კონსილიუმს. ეს რას ნიშნავს? ერთადერთს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულირება, მისი უსაფრთხოებით მანიპულირება. ამის უფლება ქართველმა ხალხმა და სახალხო დამცველის აპარატმა, რომელიც ერთადერთია, ვინც მოწოდების სიმაღლეზე დგას, არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)