|
2021-10-23 13:37:52, 954 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ სხდომაზე ვიმსჯელეთ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრის, ოლეგ ნემჩინოვის თავმჯდომარეობით თბილისში საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა გაიმართა. როგორც სხდომაზე გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, უკრაინასთან ბოლო წლებში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა როგორც ეკონომიკური, ასევე ტურიზმის მიმართულებით. მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში, შავ ზღვაზე მიმოსვლის უფრო მეტად გააქტიურების შესაძლებლობები, ასევე დამატებითი საბორნე-საფიდერო მიმოსვლის აქტუალიზაცია. განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში. ნათია თურნავას თქმით, უკრაინა ტრადიციულად ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ბაზარია ჩვენთვის, ნომერ მესამე პარტნიორი ტოპ ათეულში და პანდემიის პერიოდშიც კი ძალიან ბევრი უკრაინელი ტურისტი გვსტუმრობს. მინისტრის განცხადებით, კომისიის სხდომაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ურთიერთობების გააქტიურება ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განვითარების თვალსაზრისით. „უკრაინულ მხარეს შევთავაზეთ საქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე 600-ზე მეტი ერთობლივი კომპანია არსებობს, პოტენციალი ამ მხრივ მეტი გვაქვს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ხაზგასასმელია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების სწრაფი ტემპით ზრდა. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ქართული ექსპორტი უკრაინის ბაზარზე 57%-ით გაიზარდა. „ყველა ამ საკითხზე მე და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრმა დეტალურად ვიმსჯელეთ და ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო ახალ საფეხურზე ძალიან სწრაფად აყვანის იმედი გვაქვს", - დასძინა ნათია თურნავამ.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)