|
2021-10-20 11:58:27, 620 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხელისუფლებას – არ დაუშვათ სკოლების და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, იმოქმედონ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დადგენილი სტანდარტებით და არ დაუშვან სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების პანდემიის დახურვა. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ nპანდემიით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს მთავრობას არ გამოუყენებია ეფექტიანი სტრატეგია სკოლებისა და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. სიტუაციის მართვის ნაცვლად, საკოორდინაციო საბჭომ გამოსავალი პრობლემისთვის თავის არიდებაში ნახა და სკოლამდელი განათლების დაწესებულები და სკოლები სრულად დახურა. "2020-2021 წლებში ბაღები მხოლოდ 4-6 კვირის განმავლობაში იყო გახსნილი, შესაბამისად, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს 1 წლის განმავლობაში თითქმის არ ჰქონიათ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში სიარულის შესაძლებლობა . გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, გამოცდილება ცხადყოფს, რომ სკოლა არ არის ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვანი წყარო და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღებისას, სკოლები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები უნდა იხურებოდეს ყველაზე ბოლოს და იხსნებოდეს ყველაზე ადრე", – ვკითხულობთ განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და იუნესკოს კოვიდ-19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რეკომენდაციებით. ასევე:
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)