|
2021-10-20 11:50:58, 378 ნახვა
საზოგადოება
ფურცელაძის N16–ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ფურცელაძის N16–ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფოტომასალა წარმოადგინა, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ფურცელაძის ქუჩაზე მდებარე შენობა და როგორ გამოიყურება ის რეაბილიტაციის შემდეგ. „კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ფურცელაძის ქუჩაზე ისტორიულ შენობა-ნაგებობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. იცით ჩვენი დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ორბელიანის მოედანს და მის მიმდებარე ქუჩებს. გარდა ამისა, განხორციელდა დარეჯანის სასახლეს რეაბილიტაცია-განახლება, სრულდება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. ფურცელაძის N16-ში მდებარე შენობა იყო ავარიული და უმძიმეს მდგომარეობაში. შეიცვალა სახურავი, ასევე, მთლიანად გამოიცვალა საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, წყალმომარაგების, წყალარინების, ელექტრომომარაგებისა და გაზმომარაგების სისტემა, მოეწყო ახალი კარ–ფანჯარა. თითოეულ დეტალზე, ორნამენტზე განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, შენობის გარკვეული ნაწილი დაიშალა და მის ნაცვლად, ახალი პროექტი განხორციელდა, თუმცა, ძეგლის ძირითადი სახე შენარჩუნებულია.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)