15:38 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 19:41:34, 598 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის  შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდა.- ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი.

"სსფ-ის წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაცია ამჟამად, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარების შესახებ, ამასთან ერთად, განიხილეს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პრიორიტეტები. საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროგრამის დაწყების საკითხს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობას აქვს რეფორმების დღის წესრიგი, რომლის განხორციელებაც სსფ-ის ახალი პროგრამის ფარგლებში იგეგმება და რომელიც  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას ქვეყანაში." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics