|
2021-10-15 19:36:04, 621 ნახვა
საზოგადოება
მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მე-17 დაწესებულებაში პატიმართა ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა. როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, ხანძარზე რეაგირება სწრაფად და დროულად მოხდა და ყველა საჭირო ღონისძიება პროფესიონალების მიერ დაუყოვნებლივ იქნა გატარებული. - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „სამაშველო ჯგუფი ძალიან მალე მოვიდა, საუბარი არ ყოფილა ევაკუაციაზე, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პროფესიონალებმა და თუკი იქნებოდა საჭიროება და ევაკუაცია იქნებოდა აუცილებელი, ბუნებრივია, ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული" - განაცხადა მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, პატიმრების მხრიდან სრული თანამშრომლობა შედგა ციხის ადმინისტრაციასა და მეხანძრე მაშველებთან. „მინდ გითხრათ, რომ იყო სრული თანამშრომლობა პატიმრების მხრიდან როგორც ციხის ადმინისტრაციასთან, ისე მაშველებთან", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)