|
2021-10-15 12:32:23, 517 ნახვა
საზოგადოება
დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის ასეულმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა. - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლება შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში“ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტაქტიკური წვრთნები თავდაცვის შემადგენელი კომპონენტის, გავლა-გატარების ოპერაციის ჩატარებას მოიცავდა. სწავლებაზე მიზიდული იყო მხარდამჭერი ელემენტები, როგორიცაა 120მმ ნაღმტყორცნი ქვედანაყოფი, საინჟინრო ქვედანაყოფები და ორი ერთეული „დელტას“ წარმოების ტექნიკა „დიდგორი 1“ და „დიდგორი 2“. წვრთნები სამი ეტაპისგან შედგებოდა და ის ქვედანაყოფის მომზადების, შეფასებისა და აღსრულების ფაზებს მოიცავდა. ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა მასზე დაკისრებულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა და შემფასებლების მიერ დადებითად შეფასდა.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)