|
2021-10-14 12:58:00, 483 ნახვა
საზოგადოება
დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცათ
დევნილებსა და ეკომიგრანტებს სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს. „ერთი მხრივ, ვეხმარებით მეწარმე დევნილებსა და ეკომიგრანტებს, რომ გააფართოონ საკუთარი საქმიანობა და უფრო მეტი ადამიანი დაასაქმონ და მეორე მხრივ, ხელს ვუწყობთ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს თვითდასაქმებაში. თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე, ორივე პროგრამის ფარგლებში, გრანტი 80-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიიღო.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)