|
2021-10-11 15:35:31, 703 ნახვა
საზოგადოება
საკომპენსაციო თანხის მიღების მიზნით, არააქტიური პირადობის მოწმობის მქონე პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, 20 ოქტომბრამდე უზრუნველყონ საბუთის გააქტიურება
საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების საფუძველზე, საკომპენსაციო თანხის მიღების მიზნით, არააქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს მიეცათ შესაძლებლობა ა/წ 20 ოქტომბრამდე უზრუნველყონ საბუთის გააქტიურება, - ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. "სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გაცნობებთ, რომ „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში შევიდა ცვლილება (https://bit.ly/3BvYxbn) აღნიშნული ცვლილების თანახმად, პირებს, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ, მაგრამ გადარიცხვის პერიოდში მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სტატუსის არააქტიურობის გამო საკომპენსაციო თანხა ვერ ჩაერიცხათ, კომპენსაციის მიღების მიზნით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გააქტიურების ვადა ა/წ 20 ოქტომბრამდე მიეცათ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო საკომპენსაციო თანხების გადარიცხვას განახორციელებს დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში (https://bit.ly/3BvYxbn)", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)