|
2021-10-10 12:27:52, 816 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ტრაგედიის ადგილას პოლიცია და ექსპერტები მუშაობენ
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე უსაფრთხოების მიზნით გაჩერებულია სამუშაოები. ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები და გრძელდება გამოძიება. ადგილს უკვე ექსპერტები სწავლობენ და მომხდარის მიზეზებს იკვლევენ, სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, გაწმენდითი სამუშაოები იქედან გამომდინარე შეჩერდა, რომ შესაძლოა საფრთხე შექმნოდა გვერდით მდებარე კორპუსებს, სწორედ ექსპერტების დასკვნის მიხედვით უნდა გადაწყდეს როგორ უნდა გაგრძელდეს სამუშაოები. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ქუჩა, სავარაუდოდ, გადაიკეტება, რადგან არსებობს გვერდით მდებარე შენობის ჩამონგრევის საფრთხე. მაშველები 29 საათის განმავლობაში მუშაობდნენ ადგილზე. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთი ადამიანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)