20:18 - 30 Jul, 2026
|
2021-10-09 11:32:03, 581 ნახვა
საზოგადოება
გარდაცვლილი ინგა მეკეიძე იმ 2 არასრულწლოვნის დედაა, რომელთა ცხედრებიც გუშინ ნანგრევებში იპოვეს
35 წლის ინგა მეკეიძე, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ნგრევაში შვილებთან ერთად მოყვა, გარდაიცვალა. მანამდე გამთენიისას მაშველებმა ნანგრევებიდან გარდაცვლილი ქალის შვილების - 1 და 9 წლის ბავშვების ცხედრები ამოასვენეს. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა გუშინ დღის 12 საათზე ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს სხვადასხვა ტექნიკით ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 6 გარდაცვლილია. კიდევ 1 ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)