11:32 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-05 02:37:05, 1277 ნახვა

მსოფლიო
შვიდსაათიანი გათიშვის შემდგომ Facebook-მა მუშაობა აღადგინა

უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ შვიდსაათიანი გათიშვის შემდგომ მუშაობა აღადგინა.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, მრავალი მომხმარებელი ჯერ კიდევ განიცდის პრობლემებს ქსელის გამოყენებისას.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ეს „ფეისბუქის“ ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური შეფერხება იყო.
FORBES-ის ინფორმაციით, FACEBOOK-ის შემქმნელის, მარკ ცუკერბერგის ქონება თითქმის 7 მილიარდი დოლარით შემცირდა. საიტის გათიშვის გამო მისმა აქციებმა 5%-ით იკლო. 

მანამდე კი, ​Bloomberg-ის ინფორმაციით, Facebook-მა დაადგინა, რომ აპლიკაციისა და სერვისის გათიშვა, გამოწვეულია ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჰაკერების ჯგუფი მიერ, რომელიც ცნობილია, როგორც XIAN HUGHJANUS სახელით.

"ჩვენ ვმუშაობთ FBI-სთან. ბოლო სამი დღის განმავლობაში, ეს მესამე ონლაინ აგრესიის შემთხვევაა ჩინეთიდან. ჩვენი მომხმარებლის ინფორმაცია გვეკუთვნის ჩვენ და არა ჩინეთს"-,თქვა Facebook-ის წარმომადგენელმა შერილ სენდბერგმა Bloomberg-თან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics