|
2021-09-25 16:14:43, 586 ნახვა
საზოგადოება
ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში ახალი საწარმო შენდება
ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით ხელვაჩაურში შეიქმნა და ვითარდება სამრეწველო ზონა. აჭარის მთავრობა აქტიურ საპრივატიზაციო პოლიტიკას ახორციელებს, რის შედეგადაც ამ ეტაპისთვის რეალიზებულია 20-ე მეტი სამრეწველო ნაკვეთი შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებებით. ახალი პროექტი ხელვაჩაურში არანაკლებ 90 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთებზე, საწარმოების მოწყობას ითვალისწინებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონოიკის მინისტრთან ერთად სამრეწველო ზონაში ლამინატის საწარმოს მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო. კომპანია „სტარარჯი" პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულებას 6 თვეში გეგმავს, რის შემდეგაც საწარმოში 100-მდე ადამიანი დასაქმდება. საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიამ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. სამრეწველო ზონაში სახელმწიფო საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობას ახორციელებს, რისთვისაც 14 მლნ ლარი დაიხარჯება. ასევე, ხორციელდება ელექტრო სისტემების გამართვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)