06:02 - 31 Jul, 2026
|
2021-09-24 14:00:15, 588 ნახვა
საზოგადოება
იალბუზზე ასვლის დროს, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ყაბარდო-ბალყარეთის მხრიდან იალბუზზე ასვლისას 5 ალპინისტი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, მაშველებმა 14 ალპინისტის გადარჩენა შეძლეს. ყველა გადარჩენილს მძიმე ტრავმები აღენიშნება და სხეულის ნაწილები მოყინული აქვთ. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. როგორც რუსული გამოცემა წერს, ზღვის დონიდან 5 400 მეტრის სიმაღლეზე ასულმა 19-მა ალპინისტმა დახმარება ითხოვა. სამაშველო ოპერაცია 7 საათს გაგრძელდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ძლიერი ქარი და მინუს 20 გრადუსი ყინვა აფერხებდა. ოპერაციაში 70-მდე მაშველი და 16 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)