02:18 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 11:56:00, 1290 ნახვა

რეგიონი
ხელვაჩაურში მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფელი“ შენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობაში, „ეთნოსოფლის" მასშტაბური პროექტის განხორციელების მიმდინარეობას გაეცნო. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს „ეთნოსოფლის" მასშტაბური პროექტის განხორციელება. ამ ეტაპზე სრულდება თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. მიმდინარეობს შენობის ინტერიერის და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში წელსვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტები მომზადდება.  რაც მაჭახელას ხეობაში არსებული ხიდის რეაბილიტაციას,   ქვედა ჩხუტუნეთში ალივაკეს ციხის რესტავრაციას. ასევე, „მაჭახელას თოფის გზის" ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

"ეთნოსოფელი" გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც გულისხმობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics