|
2021-09-13 15:48:57, 880 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო საარჩევნო კომისია - საარჩევნო სიებში, ამ დროისთვის, 683 გარდაცვლილი ადამიანია რეგისტრირებული
სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ, ამ დროისთვის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო სიებში რეგისტრირებული 683 გარდაცვლილი ადამიანი გამოავლინა. ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს 73 მუნიციპალიტეტიდან გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია 25 საშუალო და პატარა ზომის მუნიციპალიტეტში გადამოწმდა. "1930 წლამდე დაბადებული და დღეის მდგომარეობით გარდაცვლილი 683 მოქალაქე დღემდე ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ პრობლემის მასშტაბი გაცილებით დიდია, რადგან ინფორმაცია გადამოწმებულია მხოლოდ 25 საშუალო და პატარა ზომის მუნიციპალიტეტში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 1930 წლამდე დაბადებული 3900-მდე პირიდან დღეის მდგომარეობით გარდაცვლილია 1311 მოქალაქე და მათგან 683 (17.5%) ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული. საქართველოში კი სულ 73 მუნიციპალიტეტია. წარმოიდგინეთ რა მასშტაბს მიაღწევს გარდაცვლილი მოქალაქეების რაოდენობა ამომრჩეველთა სიაში, თუ გადამოწმდება 73-ვე მუნიციპალიტეტში ინფორმაცია იმ გარდაცვლილი პირების შესახებ, რომლებიც 1930 წლის შემდეგ დაიბადნენ და დღის მდგომარეობით გარდაცვლილები არიან". - აცხადებს სამოქალაქო საარჩევნო კომისია.
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
ტრამპმა განაცხადა, რომ მან ჰამასთან მიაღწია შეთანხმებას ღაზაში სრული განიარაღების შესახებ
უკრაინამ Wildberry-ის კიდევ ორ საწყობსა და ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)