|
2021-09-13 12:17:06, 467 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხმალაძე - კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა" მომავალი წლიდან დაინერგება
თბილისის მერად კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა" 2022 წლიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა. მან აღნიშნული სისტემის ამოქმედების მიზანზე და უპირატესობებზე ისაუბრა. „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის" მთავარი უნარებია - გზებზე სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვება/დამუშავება, პრობლემური კვანძების დარეგულირების მიზნით, სპეციალური რეჟიმებისა და გადაწყვეტების შემუშავება და მისი შემდგომი ანალიზი. სისტემას შეუძლია მოულოდნელი ინციდენტებისა და საცობების იდენტიფიცირება და მისი დარეგულირების მიზნით, ავტომატურად სპეციალური რეჟიმის შექმნა/განხორციელება. ასევე, მისი უნარია საზოგადოებრივი და სპეციალური ტრანსპორტის იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია, მათი სწრაფად გადაადგილების მიზნით, სპეციალური დერეფნების გათავისუფლება", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. ვიცე-მერის განმარტებით, „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა" გზებზე უსაფრთხოების დაცვასა და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს. „აღნიშნული სისტემის მიზანია - გზებზე უსაფრთხოების დაცვა, საცობების და მგზავრობის დროის შემცირება, მოძრაობის საშუალო სიჩქარის გაზრდა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის მომხმარებლები არიან მსოფლიოს განვითარებული ქალაქები: სინგაპური, ლონდონი, ბარსელონა, პარიზი, ბერლინი და კოპენჰაგენი", - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
ტრამპმა განაცხადა, რომ მან ჰამასთან მიაღწია შეთანხმებას ღაზაში სრული განიარაღების შესახებ
უკრაინამ Wildberry-ის კიდევ ორ საწყობსა და ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)