|
2021-09-11 12:15:07, 475 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე - ახალგაზრდების ინიციატივების ხელშეწყობა აუცილებელია, რადგან სწორედ მათგან მოდის ყველაზე შემოქმედებითი და ინოვაციური იდეები
„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მთაწმინდაზე მცხოვრებახალგაზრდებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა სტუდენტებთან ერთად „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და ახალგაზრდული ინიციატივებისა და იდეების მხარდამჭერი პროგრამები განიხილა. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ახალგაზრდების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების კუთხით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ზურაბ აბაშიძე: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით პროექტების წახალისებას, მათი მოტივაციის ამაღლებას. ვთვლი, რომ სამომავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში ახალგაზრდების უფრო მეტი ჩართულობა და ხელშეწყობა აუცილებელია, რადგან სწორედ მათგან მოდის ყველაზე შემოქმედებითი და ინოვაციური იდეები". მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისის ყველა რაიონში შეიქმნას ინკლუზიური გარემო, რათა ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს თვითრეალიზებისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. ამ მიმართულებით ზურაბ აბაშიძემ ახალგაზრდებთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. როგორც მან აღნიშნა, ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნებამათთვის და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)