|
2021-09-11 11:28:48, 432 ნახვა
საზოგადოება
უფლისციხეში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უფლისციხეში თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზუნველყოფის სარდლობის ბაზაზე იმყოფებოდა. ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა ახლადგარემონტებული ყაზარმა დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა და ნატოს სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. კაპიტალური რემონტი ჩატარდა ბაზაზე მდებარე სასადილოში და შტაბში,სადაც ახალი ინვენტარი განთავსდა.შეიღება შენობების ფასადები, გამოიცვალა სახურავი,განახლდა სველი წერტილები და ელექტრო სისტემა.ასევე, გამწვანდა და კეთილმოეწყო ბაზის გარე ტერიტორიაც. ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება. აღნიშნული პროცესი გრძელდება და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)