13:09 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-11 10:27:45, 355 ნახვა

საზოგადოება
მამუკა წოწერია - შეხვედრებს ვიყენებთ უდიდესი გამოწვევის ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მისასალმებელია, რომ მოსახლეობის ჩართულობა დღითიდღე იზრდება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, დღეს, რიყის, ტყაიისა და ზედაეწერის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს ამ სოფლებსა და მთლიანად მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი გეგმები გააცნო. 

როგორც მამუკა წოწერიამ აღნიშნა, სოფლებში ძირითადი ინფრასტრუქტურა მოგვარებულია. ხოლო ის პრობლემები, რაც მოსახლეობასთან შეხვედრებზე გამოიკვეთა უახლოეს ხანებში, მისი მოგვარების გეგმები დაისახება.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ამჟამად ჩვენ შევხვდით რიყის, ტყაიისა და ზედაეწერის მოსახლეობას. გავაცანით ჩვენი ხედვები მუნიციპალიტეტის განვითარების თაობაზე. კარგია, რომ ამ სოფლებს ძირითადი ინფრასტრუქტურა მოგვარებული აქვს.

ზედაეწერში გამოიკვეთა წყლის მიწოდების პრიორიტეტი, რომელსაც უახლოეს ხანებში დაგეგმავს მუნიციპალიტეტი და განახორციელებს შესაბამის პროექტებს, ხოლო ტყაიასა და რიყეში ძირითადად დგას შიდა საუბნო პერიფერიული გზების მოწესრიგების საკითხი და ჩამოვყალიბდით აქაც რამდენიმე პრიორიტეტზე.

დღევანდელი შეხვედრა ჩვენ გამოვიყენეთ ასევე უდიდესი გამოწვევის ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მისასალმებელია, რომ მოსახლეობის ჩართულობა  დღითიდღე იზრდება"-განაცხადა მამუკა წოწერია.

შეხვედრებზე მერობის კანდიდატთან ერთად ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ფიფია ესწრებოდნენ.
 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics