|
2021-09-08 12:10:51, 487 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატი თაყაიშვილის, ფალიაშვილისა და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივებს ქალაქის სწორი განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ამ მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები გააცნო. გარდა ამისა, გიორგი ტყემალაძემ თბილისში და კერძოდ, ვაკის რაიონში უკვე განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ ისაუბრა და ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო. „მოსახლეობას, ყოველდღიურ რეჟიმში, ვაცნობთ იმ მთავარ პრიორიტეტებს, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გვექნება. ვისმენთ მათ მოსაზრებებს, რადგან ყველაზე უკეთ სწორედ მათ იციან, თუ რა საჭიროებები აქვს კონკრეტულ უბანსა თუ ქუჩას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ მოსახლეობასთან ერთად უნდა დავგეგმოთ ყველა ის პროექტი, რომელიც მომავალში მათ უბანში განხორციელდება, რათა მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)