|
2021-09-08 12:06:52, 466 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
დიდ დიღომში, მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ტერიტორია კერძო საკუთრება იყო და ორი წელი დასჭირდა მუნიციპალიტეტს, რომ ის დაებრუნებინა. „დიდი დიღმის მოსახლეობა ითხოვდა პარკის გაშენებას, თუმცა, ამის შესაძლებლობა არ იყო ადგილის გამო, რადგან, ძირითადად გასხვისებული იყო ტერიტორიები. ამჯერად საქმე ეხება დიდი დიღმის მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან მდებარე ტერიტორიას, სადაც რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვდნენ. ეს ტერიტორია იყო კერძო საკუთრება და ჩვენ უკვე ორი წელია, ვმუშაობთ გამგეობასთან და საკრებულოსთან ერთად, რომ ეს ტერიტორია დაბრუნებოდა მუნიციპალიტეტს. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და ეს არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. მინდა დავავალო საბურთალოს რაიონის გამგეობას, რომ ჩვენი დაპირებისამებრ, აქ მოეწყოს რეკრეაციული ზონა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, დედაქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობა გაგრძელდება.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)