|
2021-09-01 20:45:36, 518 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე- სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ტერიტორია სრულად იქნება დამისამართებული
„სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ტერიტორია სრულად იქნება დამისამართებული" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს ვანში გამართულ „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საბოლოოდ მოწესრიგდება მიწის რეგისტრაციის პროცესიც. რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან დაფინანსება უახლოეს პერიოდში გამოიყოფა. „მოგეხსენებათ, რომ სოფლების ძალიან დიდ ნაწილს დღესაც არ აქვს მისამართები. ეს პრობლემაც ბოლომდე იქნება აღმოფხვრილი. ასევე, საბოლოოდ მოწესრიგდება მიწის რეგისტრაციის პროცესი. ბატონი პრემიერისგან გვაქვს მიღებული თანხმობა, რომ გვექნება დამატებითი დაფინანსება იმისათვის, რათა საბოლოოდ გადაიჭრას პრობლემა, რომელიც დგას დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. ბუნებრივია, ამ ყველაფრით მოსახლეობა ნახავს ძალიან დიდ სარგებელს, როდესაც ზუსტად ეცოდინება თუ რა იქნება მის საკუთრებაში და შეძლებს შემდგომში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებას„. - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)