|
2021-08-31 11:36:36, 605 ნახვა
საზოგადოება
"S&P Global"-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დაუტოვა
სარეიტინგო სააგენტო "S&P Global"-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა უცვლელად დაუტოვა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უმძიმესი გლობალური კრიზისის შემდგომ, საკრედიტო რეიტინგის გაუარესების გარეშე შეძლო ეკონომიკის აღდგენის ფაზაში გადასვლა. სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტი იქნება. სარეიტინგო სააგენტო რეიტინგის მთავარ ძლიერ მხარეებად განიხილავს საქართველოს ინსტიტუციონალურ სიძლიერეს, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმსა და მაღალ საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერას, რისი დემონსტრირებაც გასულ წელს პანდემიასთან ბრძოლისას მოხდა, როდესაც საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა მიიღო. მომავალი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სწორედ ამ სიძლიერის კიდევ უფრო განმტკიცებას ისახავს მიზნად, რათა ქვეყნის ეკონომიკა საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის იყოს მზად მსგავსი მასშტაბის კრიზისთან გასამკლავებლად. ქვეყნის მიზანია, საშუალოვადიან პერიოდში საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა. მიუხედავად ბოლო წლებში მიღწეული ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესისა, მთავარ გამოწვევად რჩება საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობის მაღალი ხარისხი, რაც მიმდინარე ანგარიშის მაღალ დეფიციტში და მაღალ დოლარიზაციაში აისახება, რაზეც მიუთითებს ყველა სარეიტინგო სააგენტო, მათ შორის, S&P-ი. ამჟამად, ქვეყნის მთავარ გამოწვევას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)