|
2021-08-31 10:37:22, 610 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დაასრულა
შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დაასრულა. „ჩვენი 20 წლიანი სამხედრო ყოფნა ავღანეთში დასრულდა”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა და ამერიკელ სამხედროებს სახიფათო ევაკუაციის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. ”ბოლო 17 დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა განახორციელეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ევაკუაცია და გამოიყვანეს 120 000-ზე მეტი ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების მოქალაქეები, ასევე შეერთებული შტატების ავღანელი მოკავშირეები”, - განაცხადა ბაიდენმა. ქაბულში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებმა ამერიკელი სამხედროების გასვლა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით აღნიშნეს. "ამერიკელმა ჯარისკაცებმა დატოვეს ქაბულის აეროპორტი და ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა", - აღნიშნა „თალიბანის“ პრესსპიკერმა ყარი იუსუფმა.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)