20:29 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-30 20:02:13, 905 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე-დღეს რომ არის ამ პირობებში, მე არ გავცემდი რეკომენდაციას დასწრებული სწავლების დაწყებაზე

დღეს რომ არის ამ პირობებში, მე არ გავცემდი რეკომენდაციას დასწრებული სწავლების დაწყებაზე. ეს ხარისხისთვის არ არის სასურველი და არც ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,სწავლის დაწყება არადისტანციურად რისკების შემცველია.

„დღეს რომ არის ამ პირობებში, მე არ გავცემდი რეკომენდაციას დასწრებული სწავლების დაწყებაზე. ეს ხარისხისთვის არ არის სასურველი და არც ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის, - უკვე ორი წელია სკოლის გარემო არ უნახავთ, ეს ონლაინ სწავლება არა მარტო ინტელექტუალურ და გონებრივ განვითარებას უშლის ხელს, მათ ფიზიკურ განვითარებასა და ადამიანურ ურთიერთობასაც. დღევანდელი პირობებით, დასწრებული სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს, რომ ინფექცია კიდევ უფრო გავრცელდეს. თუ 15 დღეში მივაღწევთ მნიშვნელოვან კლებას, მე იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მთავრობა გადახედავს და სწავლის დაწყების ნებართვას გასცემს“, - განაცხადა ცერცვაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics