21:15 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-30 10:25:54, 966 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები სულხან-საბას ქუჩასა და ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერში გამართა

„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები სულხან-საბას ქუჩასა და ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერში გამართა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებები მოისმინა და მათ უბნის განვითარების კუთხით სამომავლო გეგმები გააცნო.
 
ზურაბ აბაშიძე: „ჩვენ, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პარალელურად, აუცილებლად უნდა შევუწყოთ ხელი რაიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და ქუჩების კეთილმოწყობის პროგრამების მხარდაჭერა."

 მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სისტემატურად გაგრძელდება, რადგან სწორედ მათთან საუბარში იკვეთება რაიონში არსებული ყველაზე რეალურიგამოწვევები, რომელთა დაძლევის გზებზე მუშაობა ისევ და ისევ მოსახლეობის ჩართულობით უნდა განხორციელდეს. 

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს, პარლამენტის წევრი, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics