|
2021-08-28 18:21:45, 629 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია- დასეტყვილი ყურძნის ჩასაბარებლად ყველა ღონისძიება უკვე გატარებულია,3 საწარმო შეუფერხებლად იღებს დაზიანებულ მოსავალს
26 აგვისტოს, ძლიერმა სტიქიამ კახეთის რეგიონში, დაახლოებით 24 სოფელში, 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. სახელმწიფო საწარმომ „მოსავლის მართვის კომპანია" სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება 27 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს.-ინფორმაცაის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ოთარ შამუგიას განცხადებით, მევენახეების უპირველესი თხოვნა იყო, რომ სახელწიფო მათ დასეტყვილი ყურძენის ჩაბარებაში დახმარებოდა. „დასეტყვილი ყურძნის ჩასაბარებლად ყველა ღონისძიება უკვე გატარებულია. ჩვენ გუშინვე გავხსენით 3 საწარმო ყვარელის, გურჯაანის და თელავის რაიონში, რომელიც შეუფერხებლად იღებს დასეტყვილ ყურძენს. ფასი რქაწითელის შემთხევაში 80 თეთრია, ხოლო საფერავის - 1 ლარი”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. "მინისტრის მოადგილის განცახდებით, ფართობები, სადაც 100 % -ით დაზიანებულია ვენახი და მოსავლის აღება ვერ ხდება, სახელმწიფოს გადაწვეტილებით, მევენახე ფერმერები 3000 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს სადაზღვევო კომპანიასთან; კოორდინირებულად ხდება იმ ფართობებზე ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც დაზღვეულია, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ანაზღაურება."-ნათქვამია განცხადებაში.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)