|
2021-08-28 17:18:48, 550 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე- აჭარაში, პრაქტიკულად ყველა დასახლებულ პუნქტში მოქალაქეებს აქვთ ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რეგიონში შექმნილ ეპიდვითარებასთან და რეგულაციების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.-ამის სესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცლებს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ადეკვატურია იმ რეალობების, რომელიც ეპიდვითარებასთან მიმართებაში არსებობს. ,,საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ადეკვატურია იმ რეალობების, რომელიც გვაქვს ეპიდვითარებასთან მიმართებაში. რეკომენდაციები, რომელიც ეპიდემიოლოგებისგან გვაქვს, იქნება ეს პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში, დისტანციის დაცვა, თავყრილობებისგან თავშეკავება, უნდა იქნას დაცული. მთელ საქართველოში და განსაკუთრებით აჭარაში, პრაქტიკულად ყველა დასახლებულ პუნქტში მოქალაქეებს აქვთ ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ აუცრელი არავინ დარჩეს. ვაქცინაცია არის ყველაზე ეფექტური გზა პანდემიასთან გასამკლავებლად. ეფექტური კონტროლის ნაწილში ყველა ის დაწესებულება, რომელიც არ ემორჩილებოდა შესაბამის განაწესს, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა მათ მიმართ და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ყველას კოლექტიური პასუხისმგებლობაა, ვერც მთავრობა ცალკე აღებული, ვერც ცალკე აღებული ექიმები ვერ გავიმარჯვებთ, თუკი არ იქნება ერთიანობა და სოლიდარობა მოქალაქეების მხრიდან" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)