22:21 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-27 15:52:18, 394 ნახვა

საზოგადოება
მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება სრულდება. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

მათი ცნობით, გასულ წელს გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ვაშაკიძის ქუჩაზე წყალარინების ქსელი მოეწყო, ამჟამად კი, დაახლოებით, 4 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.  

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო.

„გლდანის რაიონს კიდევ ერთი მოწესრიგებული ქუჩა შეემატა. ამჯერად, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე სრულდება, სადაც აქამდე გრუნტის გზა იყო. პროექტის დასრულების შემდეგ კი მოსახლეობას შეეძლება, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლობს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებს ასფალტის საფარის დაგებამდე, წყალარინების ქსელის პრობლემაც მოვუგვარეთ. გლდანის გამგეობა, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მომავალშიც განაგრძობს და კიდევ არაერთ ქუჩას მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა ლევან ნაროუშვილმა.

„აღნიშნული საგზაო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარამდე დაიხარჯება. „-ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics