|
2021-08-27 15:37:47, 446 ნახვა
საზოგადოება
ნინო ნიჟარაძე- ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში შედარებით სტაბილურია
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ, დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკთა.- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, აჭარაში ეპიდვითრება სტაბილურია. "აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შეიძლება ითქვას, რომ არის სტაბილური. დღეს 449 შემთხვევა დაფიქსირდა. გასული კვირის ამ დღის მონაცემი გახლდათ 602, რაც 25 %-ით ნაკლებია და გამოხატულია მკვეთრად კლებადი დინამიკა. დღევანდელი დღის დადებითობის მაჩვენებელი 7,5 %-ია, რაც ასევე დამაიმედებლელია, თუმცა საყურადღებო პერიოდი გრძელდება და ისევ გვაქვს სიფრთხილის ზომები მკაცრად გასათვალისწინებელი. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 11 პაციენტი გარდაიცვალა. ჩვენ ვაანონსებდით, რომ ეპიდსიტიაციის დასტაბილურების შემდეგ, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ისევ იქნება შენარჩუნებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვინაიდან ჩვენ გვყავს 167 ინტენსიური თერაპიის პაციენტი და მათგან 40 გახლავთ მართვით სუნთქვაზე. აღნიშნული 11 გარდაცვლილი ძირითადად ასაკობრივად გახლდათ რისკჯგუფი, რომელთაც უფრო მეტად უნდათ მოფრთხილებოდნენ ოჯახის წევრები და ახლობლები. პირველრიგში აუცილებელი იყო მათი ვაქცინაცია. რაც შეეხება ორსულებს, როგორც აღინიშნა იმატა და დაფიქსირდა ორსულების გარდაცვალებაც. მეანგინეკოლოგები ყველას ურჩევენ ვაქცინაციას, მაგრამ ნაწილი თავს იკავებს. საზოგადოების ეს ჯგუფი უფრო მეტად უნდა იყოს დაცული, უნდა ატარონ პირბადე, ყველა ტიპის სოციალური ღონისძიებასა თუ თავყრილობაზე უნდა თქვან უარი მათმა გარშემომყოფებმაც. ვაქცინაცია რეკომენდებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, თუკი იქნება ამის რჩევა მეანისაგან აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ყველამ“- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)