03:33 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-27 15:18:30, 1392 ნახვა

რეგიონი
ქალაქ ზესტაფონის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო

წყალმომარაგების კომპანია , რეგიონებში  მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების  განხორციელებას განაგრძობს.

ამჯერად,  კომპანიამ ქალაქ ზესტაფონის წყლის ინფრასტრუქტურის სისტემის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები დაიწყო .

პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 21 მილიონმდე ლარის ინვესტიცია გამოიყო.

დღეის მდგომარეობით, ქალაქის ძირითადი ნაწილი წყალმომარაგების შეზღუდული გრაფიკითა და საუბნო ჭებით  სარგებლობს. არსებული მაგისტრალური მილი კი ამორტიზებულია და ინფრასტრუქტურის განახლებას საჭიროებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა.

სამუშაოების დასრულების შედეგად, ზესტაფონში მცხოვრები 25 000 ადამიანი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics