|
2021-08-25 19:49:49, 381 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ მინისტრი , პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.-ინფრომაცია მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს მათი ცნობით, მთავრობის მეთაური პოლიციის საგუშაგოს თანამშრომლებს შეხვდა. პრემიერი სამართალდამცველებს გაესაუბრა, საგუშაგო პუნქტი დაათვალიერა და უსაფრთხოების კუთხით იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა საგუშაგოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ახორციელებენ. "პრემიერი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემების შესახებ, ასევე კორონავირუსის მიერ შექმნილ გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა. პრემიერ-მინისტრთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, შალვა ბედოიძე და იოსებ ჭელიძე, სამეგრელოს-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გურამ ზესაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი სამარღანიშვილი."-ნათქვამია განცხადებაში
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)