|
2021-08-25 10:34:33, 556 ნახვა
საზოგადოება
ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 6 ლოკაციაზეა შესაძლებელი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვენახების საკადასტრო ამონაწერის მისაღებად, სარეგისტრაციო უბნები განთავსებულია ქალაქ საგარეჯოში და შემდეგ სოფლებში: კაკაბეთი, ბადიაური, ყანდაურა, თოხლიაური და მანავი. საჭიროების შემთხვევაში სარეგისტრაციო უბნების ლოკაციები გაფართოვდება. ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. 2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. ვენახის საკადასტრო ამონაწერი ამ ეტაპისთვის 27.000-მდე მევენახე ფერმერმა მიიღო. მევენახე სარეგისტრაციო უბნებზე წარადგენს მხოლოდ პირადობის მოწმობას, საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა. ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ამონაწერის აღება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ჯამში 100-მდე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)