02:26 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-23 19:03:19, 570 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე-სამომავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში მინდა, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივები

მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოსმთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან ერთად, შინდისის, წავკისისა და ოქროყანის მოსახლეობას შეხვდა.-ინფორმაცია "ქართული ოცნების" პრესსამსხური ავრცელებს 

მათი ცნობით, მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო და რაიონში არსებული ვითარების გაუმჯობესების ხელშეწყობის კუთხით მათი პოზიციები მოისმინა. 

როგორც ზურაბ აბაშიძემ ამომრჩევლებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული სამომავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში, რისთვისაც ის მოსახლეობასთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.

 „ჩვენს გუნდს აქვს ახალიინიციატივები და ხედვები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს მთაწმინდის რაიონის, როგორც ცენტრალური, ასევე, პერიფერიული უბნების განვითარებას. სწორედ აღნიშნული გეგმებისა და სამომავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში მინდა, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივები. შესაბამისად, ვაგრძელებ მთაწმინდის რაიონის თითოეული დასახლების მცხოვრებლებთან პირადად შეხვედრას, მათთან აქტიურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას."-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics