02:28 - 01 Aug, 2026
|
2021-08-21 14:12:14, 401 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა 51% სრულად ვაქცინირებულია
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული, საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს. 21 აგვისტოს მონაცემებით, უწყებაში თანამშრომელთა 51 პროცენტი სრულად არის ვაქცინირებული, ხოლო 18 პროცენტმა უკვე გაიარა რეგისტრაცია ინდივიდუალურ რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ უწყების თანამშრომლებთან ერთად იცრებიან ოჯახის წევრებიც. შემოსავლების სამსახური მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის. ვაქცინაციის პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით მიმდინარეობს.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)